2012 წლის 3 მარტი – ქ. ჭიათურის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის  მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში  მონაწილეობენ ასოცირებული პროფესორები ია გიგაური, გიული მოწონელიძე რუსუდან ლორთქიფანიძე , სტუდენტები: ანა მამარდაშვილი, ბესიკ გრძელიშვილი და გიორგი ტაბატაძე

2012 წლის   21 თებერვალი –ახალგაზრდული სიმფონიური   ორკესტრის  შექმნასთან   დაკავშირებული კონკურსის შედეგების მიხედვით , რომელიც  გაიმართა პროექტის–„მშვიდობის  მელოდიები“ ფარგლებში სომხეთის,  თურქეთის და საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს –შემსრულებლებისთვის. ფინალში გავიდა კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტი ანა მამარდაშვილი (ვიოლინო, ასოც. პროფ. ი. გიგაურის კლ.)

2012  წლის  9 თებერვალი – კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტებმა - ბექა მელაძემ, ოთარ  ხაჭაპურიძემ და  ანა მამარდაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის  შექმნასთან   დაკავშირებულ კონკურსში, რომელიც  გაიმართა  პროექტის–„მშვიდობის მელოდიები“ ფარგლებში სომხეთის,  თურქეთის და საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოს – შემსრულებლებისთვის  საერთაშორისო ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის,   ადამიანის  უფლებათა და კონფლიქტების კვლევითი ინსტიტუტის (HRCRI) არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ.

2012 წლის 8 თებერვალი – კოლეჯის პროფ. მასწავლებლების გ. მოწონელიძის და რ. ლორთქიფანიძის მასტერ - კლასები ქ. ჭიათურის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში

2011  წლის 29 დეკემბერი – სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  გაიმართა საახალწლო კონცერტი და კარნავალი

2011 წლის 28 დეკემბერი – ქართული მუსიკის კონცერტი მიძღვანილი ზაქარია ფალიაშვილის ხსოვნისადმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფ. მასწავლებლების: გ. ლომთაძის, ც. თოდუას, ი. გიგაურის, რ. კუბლაშვილის, ნ. კვერნაძის, მ. ბაქრაძის, მ. კუხიანიძის, ი. ბერაძის, ა. და ო. ჭურღულიების კლასის სტუდენტებმა (კონცერტმაისტერები-ი.კუხიანიძე, ლ. ქურიძე, ნ. კობიძე, მ. ჭანტურია)

2011 წლის 23 დეკემბერი – საქართველოს სახალხო არტისტის, პროფესორ გიორგი ლომთაძის მეთოდური მოხსენება (ჯენარო ბარას ვოკალური პრინციპები) და  მასტერ-კლასი

2011 წლის 23 დეკემბერი – ასოცირებული პროფესორის ნანა კვერნაძის ღია გაკვეთილი საგუნდო კლასში

2011 წლის 22 დეკემბერი – პედაგოგიური სემინარები პედ. პრაქტიკის ხელმძღვანელის ქ. თევდორაძის ორგანიზებით

2011 წლის 19 დეკემბერი – პროფესორ ირა სარუხანოვასა და ასისტ. პროფ. ტ. ჯავახიშვილის მოხსენებები ქართული მუსიკის  საკითხებთან დაკავშირებით




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge