2013  წლის 11 მაისი – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  № 1 საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ  მეცნიერებათა განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ მეორე  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "ენა და კულტურა"–  მონაწილეთათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი კოლეჯის სტუდენტების, პროფ.–მასწავლებლებისა და სტუდენტური გუნდის მონაწილეობით

2013 წლის 7 მაისი – თურქეთში ჩატარებულ მესამე საერთაშორისო ფესტივალში "ჰარმონია" მონაწილეობა მიიღო მეორე კურსის სტუდენტმა სალომე შალამბერიძემ (ალტი) და მოიპოვა ფესივალის ლაურეატის საპატიო  წოდება (ასოც, პროფ. ზანდა კიკვაძის კლასი)

2013 წლის  15 აპრილი – ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალში ჩატარებულ  საერთაშორისო კონკურს–    ფესტივალში  "აღორძინება–2013"  მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის  სტუდენტებმა და საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების  საფუძველზე დაიკავეს  საპრიზო ადგილები: 

1.ბადრი ადამია (აკადემიური სიმღერა)–პირველი ადგილი (პროფ. გ.ლომთაძის კლასი, კონცერტმაისტერი ი. კუხიანიძე)

2.ნათია გოქაძე (აკადემიური სიმღერა)–მესამე ადგილი (ასოც. პროფ.რ. კუბლაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი მ. ჭანტურია)

3.ნიკოლოზ მაჭავარიანი (ჰობოი)–პირველი ადგილი  (პროფ. გ. ბერიძის კლასი, კონცერტმაისტერი მ. ლილუაშვილი)

4.ტრიო – თეონა ჟორჟოლიანის (ფორტეპიანო), ბექა მელაძის (ფლეიტა) და ნიკოლოზ მაჭავარიანის (ჰობოი) შემადგენლობით–მესამე ადგილი (ასოც. პროფ. მ. კუხიანიძის კამერული ანსამბლის კლასი)

საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში წევრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ: პროფესორი გიორგი ლომთაძე (ნომინაცია–აკადემიური სიმღერა), ასოცირებული პროფესორი ნანა კვერნაძე (ნომინაცია–აკადემიური გუნდი) და მასწავლებელი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი (ნომინაცია–ორკესტრი, ხალხური საკრავები)

 2013 წლის 22 მარტი – პედაგოგიური სემინარები. მოხსენებები და ღია გაკვეთილები.         

თემები:
1. ქართული საგუნდო მუსიკის განვითარება ი. კეჭაყმაძის შემოქმედების მაგალაითზე (ასოც. პროფ. ტ. ჯავახიშვილი)

2. ქართული პიანისტური სკოლა–თენგიზ ამირეჯიბის ფენომენი (ასოც. პროფ. გ. მოწონელიძე

2013 წლის 18 მარტი – ასოც. პროფ. რ. კუბლაშვილის ღია გაკვეთილი (აკადემიური სიმღერა)

2013 წლის 15 მარტი – პედაგოგირო პრაქტიკის მოსწავლეთა შემოწმება–მოსმენა ფორტეპიანოს კლასში

2013 წლის 4 მარტი – პროფ. ია გიგაურის მასტერ–კლასი (ვიოლინოს სპეც.)

2013 წლის 27–28 თებერვალი – სტუდენტთა დახურული კონცერტი–საკონკურსო რეპერტუარის მოსმენები

2013 წლის 22 თებერვალი – პროფ. ციცინო თოდუას მასტერ–კლასი (ფორტეპიანო)

2013 წლის თებერვალი – გ, მოწონელიძის ,  (ასოც. პროფ.) –ფორტეპიანო და ი. გიგაურის, (პროფ.)–ვიოლინო. მასტერ კლასები  ქალაქ ჭიათურის  ზ.ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგებისთვის




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge