2014 წლის 6 ოქტომბერი – კოლეჯის პროფესორის ია გიგაურის მასტერ-კლასი სპეციალური ვიოლინოს კლასში

 

ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი  „ეგო-არტი“ 2014

,,საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა)“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ატარებს კონკურსს - ,,ეგო-არტი“ 2014.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამივე ჟანრში გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა  იოტა-რიდერი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ.

ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რეგიონიდან ტრანსპორტირებითა და დედაქალაქში დაბინავებით.
კონკურსში (პროზასა და პოეზიაში) მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).

პროზაული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს Sylfaen-ით აკრეფილ Word-ის (A4 ფორმატის) 4 გვერდს, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.

ფოტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:
1. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს 3 ჟანრული ფოტო;
2. ფოტო უნდა იყოს აუცილებლად თქვენი გადაღებული;
3. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო, გარდა მობილური ტელეფონისა;
4. ფოტო გამოგზავნეთ JPEG ფორმატში;
5. გამოსაგზავნი ფოტოს გრძელი მხარე არ უნდა აღემატებოდეს 1000 პიქსელს (ასევე იქონიეთ ამავე ფოტოს ორიგინალი ზომა მინ. 3200 პიქსელი);
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს.

  • ერთ კონკურსანტს შეუძლია სამივე ნომინაციაში (პროზა, პოეზია, ფოტოგრაფია)  მონაწილეობა. 
  • ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე:  egoarti2014@yahoo.com
  • კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით, ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.  ასევე უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და რეგიონი (რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას კონკურსში).
  • კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარია 16-30 წელი.
  • პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა შემოქმედება დაიბეჭდება კრებულად.
  • მასალების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ოქტომბერი.
  • კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია „ეგო-არტ ტურნე“ ერთ-ერთი გამარჯვებულის რეგიონში.
  • თემატიკა შეუზღუდავია სამივე ნომინაციაში!
  • კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური თემაა გახსნილი ურაკპარაკზე www.urakparaki.ge (მიმართულებით: ურაკპარაკი - ფორუმი - კონკურსები - „ეგო-არტი“ 2014); ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/SAXA2013

ორგანიზატორი: 593 40 83 46 თამთა

 




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge