2015 წლის 13 მარტი - ქუთაისის საოპერო თეატრი. ო.თაქთაქიშვილის ოპერა "მინდია".  მინდიას პარტიის შემსრულებელი კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი სტურუა (პროფესორ გიორგი ლომთაძის კლასი)–15.00 სთ.

საერთაშორისო კონკურსი-ფესტივალი "აღორძინება"   (გიუმრი, სომხეთის რესპუბლიკა)

2015 წლის 10 აპრილიდან - 10 მაისამდე ქ. გიუმრიში (სომხეთის რესპუბლიკა) გაიმართება საერთაშორისო კონკურსი – ფესტივალი შემდეგ ნომინაციებში: ფორტეპიანო, სიმებიანი ინსტრუმენტები, სასულე ინსტრუმენტები, დასარტყამი ინსტრუმენტები, კამერული ანსამბლი და საკონცერტმაისტერო ოსტატობა, აკადემიური სიმღერა, ეროვნული ინსტრუმენტები, ფოლკლორული მუსიკა, პოპ-ჯაზ სიმღერა, პოპ-ჯაზ ბენდი, გუნდი, მუსიკალური თეატრი, ბარდ-სიმღერა, კომპოზიცია. კონკურსი გაიმართება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ კოლეჯის რექტორის თანაშემწეს (599 506 451).

იხილეთ, აგრეთვე, ვებ-გვერდი: www.gyumrirenaissanse.am

2015 წლის 2 მარტი – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე საკონცერტო დარბაზში კამერული ანსამბლების მეორე რესპუბლიკურ კონკურსში კოლეჯის სტუდენტთა მონაწილეობა. (საფორტეპიანო ტრიო ბელა ხუჯაძის –ფორტეპიანო, ბექა მელაძის –ფლეიტა და ნიკოლოზ მაჭავარიანის –ჰობოი- მონაწილეობით. დაჯილდოვდნენ  კლასიკური და რომანტიკული მუსიკის კომპოზიციის საუკეთესო შესრულებისთვის



© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge