2016 წლის 28 მაისი – კოლეჯის ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კონცერტი. კონცერტი ეძღვნება რ. კუბლაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის 25–ე და დაბადებიდან მე–60 წლისთავს.
მონაწილეობენ სტუდენტები: ნ. მოსიაშვილი–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ნ. გოქაძე–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მ. ბაშელეიშვილი–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
კურსდამთავრებულები: ქ. ლომთაძე –ქუთაისის საოპერო თეატრის გუნდის მსახიობი,  ლ. თითბერიძე– ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი, ბ. კვირიკაშვილი – ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი (ბ. კვირიკაშვილს პარტნიორობას უწევს ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და "გრან–პრი"–ს მფლობელი, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი გ. სტურუა)

 

 

2016 წლის 10–15 მაისს ქ. ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში სოლო აკადემიური სიმღერის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი სტურუამ (პროფესორ გიორგი ლომთაძის კლასი) დაიმსახურა ჟიურის, მსმენელის სიმპათია, კონკურსის უმაღლესი ჯილდო "გრან–პრი" , მოიპოვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება და მონაწილეობა მიიღო ლაურეატთა გალა–კონცერტში. 
   კამერული ანსამბლის  ნომინაციაში მონაწილე   მესამე კურსის სტუდენტმა ბელა ხუჯაძემ (ფორტეპიანო)  და მეოთხე კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა (ჰობოი) დამსახურეს საპრიზო მეორე ადგილი,  მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდებები და მონაწილეობა მიიღეს ლაურეატთა გალა–კონცერტში (კამერული ანსამბლის კლასის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მანანა კუხიანიძე)
 კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების მოსწავლემ მარიამ ენდელაძემ (ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასი) დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვა საერთაშორისო კონურსის ლაურეატის წოდება

 



© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge