2016 წლის 21 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პირველი კურსის სტუდენტის – მარიამ თავზაძის (ჩელო) სოლო კონცერტი. (პედაგოგი მაყვალა სანიკიძე, კონცერტმაისტერი მაკა ბაქრაძე)

2016 წლის 17 ივნისი – საჩხერის კულტურის ცენტრის დიდი დარბაზი. მამია ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდიის საიუბილეო კონცერტი. მონაწილენი: პროფ. რუსუდან ლორთქიფანიძე, ასოც. პროფ. რამაზ კუბლაშვილი, კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი სტურუა, მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ხაჭაპურიძე, კურსდამთავრებული ბაკური კვირიკაშვილი. კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია

2016 წლის 12 ივნისი – მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქველმოქმედო კონცერტი. (ორგანიზატორი კოლეჯის სტუდენტი მურთაზ ბაშელეიშვილი)

2016 წლის 11 ივნისი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ახალგაზრდული კამერული ორკესტრის კონცერტი მიძღვნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი. მონაწილენი – კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები და კურსდამთავრებულები (კამერული ანსამბლის კლასის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მანანა კუხიანიძე. დირიჟორი ა. მამაცაშვილი)

2016 წლის 7 ივნისი – ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  გაიმართება კოლეჯის პროფესორის გიორგი ლომთაძის კლასის სტუდენტთა კონცერტი.

პროგრამაშია ჰენდელის, პერგოლეზის, როსის, ბელინის, ვერდის, პუჩინის, ლეონკავალოს, მასკანის, გლინკას, არენსკის, ტომას, ობერის, ვეკერლენის, გი,,არდელის, შტრაუსის, მენდელსონის,  მონიუშკოს, ფალვოს ნაწარმოებები

დასაწყისი 17 სთ. დასწრება თავისუფალია

2016 წლის 4 ივნისი – სიმებიანი საკრავების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის სოფია მატიუშის (ვიოლინო)  სოლო კონცერტი  (ასოც. პროფესორის ზანდა კიკვაძის კლ.) პროგრამაშია დ. კაბალევსკის, ი. ბრამსის, ჰ. ვენიავსკის, ვ. აზარაშვილის და კ. ცაბაძის ნაწარმოებები.

დასაწყისი 16. სთ. დასწრება თავისუფალია



© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge