2016 წლის 30 დეკემბერი - კოლეჯის სტუდენტის მარიეტა ჩუბინიძისა (ვიოლინო) და კურსდამთვრებულის ოთარ ხაჭაპურიძის (ფლეიტა) მონაწილეობა ქ. ჭიათურის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო შეხვედრა-კონცერში.

 

2016 წლის 29 დეკემბერი - საშობაო-საახალწლო შეხვედრები სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით

 

განისაზღვრა მობილობის ვადები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2016 წლის 21 დეკემბრის № 1217 ბრძანებით განისაზღვრა 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები:

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 10 იანვრიდან 18 იანვრის ჩათვლით.

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 20 იანვრიდან 02 თებერვლის 18:00 სთ-მდე.

3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა განისაზღვროს 2017 წლის 07 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით

2016 წლის 9 დეკემბერი - ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის N 2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი მიძღვნილი ზ. ფალიაშვილის ხსოვნისადმი. პროგრამაში წარმოდგენილი იქნა ქართველი კომპოზიტორების ვოკალურ-ინსტრუმენტული სოლო და საანსამბლო ნაწარმოებები. .მონაწილენი: კოლეჯის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები



© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge