2014 წლის 18 ივლისი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით  გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.  შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯს შორის. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას. სამინისტრომ, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველჰყოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და კულტურის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აიღეს პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში; შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.

2014 წლის 14 ივლისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. ვოკალური მუსიკის კონცერტი ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასის სტუდენტების მონაწილეობით. პროგრამა: სოლო, საანსამბლო  და საგუნდო ნაწარმოებები (სტუდენტთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნანა კვერნაძე)

2014 წლის 4 ივლისი – კოლეჯის სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა კონცერტი თერჯოლის ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის  საკონცერტო დარბაზში (პროგრამა: სოლო, საანსამბლო და  საგუნდო მუსიკა)

2014 წლის 1 ივლისი – სავალდებულო ფორტეპიანოს  მიმართულების სტუდენტთა კონცერტი (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ჯულიეტა ლაღაძე)

2014 წლის 21 მაისი - კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. აკადემიური სიმღერის მეოთხე კურსის სტუდენტის ქრისტინე კვერნაძის შემოქმედებითი საღამო :"პოეზია (თეთრი ვარდები) და მუსიკა".

2014 წლის 16 მაისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მონაწილენი: ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, კოლეჯის სიმებიან საკრავთა  ანსამბლი პროფ. ი. გიგაურის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა გაერთიანებული გუნდი ასოც. პროფ. ნ. კვერნაძის ხელმძღვანელობით;  ქუთაისის № 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.

"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის  22–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ა'" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011  წლის 4 მაისის № 65/ნ ბრძანებით დამტკიცებული  "საგანმანათლებლო დაწესებულებების  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების" 28–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად,  საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 8 აპრილის № 75–ე გადაწყვეტილებით,

სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საშემსრულებლო  ხელოვნების  (ფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი) საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა) საბაკალავრო პროგრამას მიენიჭოს აკრედიტაცია

2014 წლის 28 აპრილი – კურსდამთავრებულის-თინათინ ენდელაძის მოსწავლეთა კონცერტი. კონცერტში მონაწილეობენ: კურსდამთავრებულები– გაგა შოთაძე (ფლეიტა) და სოფიო ბერიშვილი (ვოკალი)

2014 წლის 25–26 აპრილი - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოც, პროფესორის ლეილა მარუაშვილის მასტერ-კლასი მუსიკის თეორიის საკითხებზე

2014 წლის 23 აპრილი – სამუსიკო კოლეჯის სიმებიან საკრავთა ანსამბლის კონცერტი (პროგრამა: ი.ს. ბახისა და ა. ვივალდის ნაწარმოებები) ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვცანელი პროფესორი ია გიგაური დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge