2016 წლის 17 სექტემბერი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო კომკურსების ლაურეატის ინსტრუმენტული ტრიოს საიუბილეო კონცერტში კოლეჯის ასოც. პროფ. ზანდა კიკვაძის მონაწილეობა.

2016 წლის 7 ივლისი – ზ. ფალიაშვილის სახელობის № 2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი. კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სექტორის მოსწავლის თეკლა ჭაჭიაშვილის (ვიოლინო) სოლო კონცერტი. კონცერში მონაწილეობს კოლეჯის სიმებიან საკრავთა ანსამბლი გ. ბერაძის, მ. ჩუბინიძის, ნ. ნიკოლაძის, ს. მატიუშის, მ. თევზაძის გ. ხაჭაპურიძის შემადგენლობით. ხელმძღვანელი პროფესორი ია გიგაური.

2016 წლის 6 ივლისი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ვოკალური და ინსტრუმენტული საანსამბლო მუსიკის კონცერტი კოლეჯის პროფესორ – მასწავლებელთა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ – სტუდენტთა მონაწილეობით.

2016 წლის 21 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პირველი კურსის სტუდენტის – მარიამ თავზაძის (ჩელო) სოლო კონცერტი. (პედაგოგი მაყვალა სანიკიძე, კონცერტმაისტერი მაკა ბაქრაძე)

2016 წლის 17 ივნისი – საჩხერის კულტურის ცენტრის დიდი დარბაზი. მამია ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდიის საიუბილეო კონცერტი. მონაწილენი: პროფ. რუსუდან ლორთქიფანიძე, ასოც. პროფ. რამაზ კუბლაშვილი, კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი სტურუა, მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ხაჭაპურიძე, კურსდამთავრებული ბაკური კვირიკაშვილი. კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  admin@kutmuscollege.edu.ge