2014 წლის 6 ოქტომბერი – კოლეჯის პროფესორის ია გიგაურის მასტერ-კლასი სპეციალური ვიოლინოს კლასში

 

ახალგაზრდა შემოქმედთა კონკურსი  „ეგო-არტი“ 2014

,,საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაცია (სახა)“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ მხარდაჭერით ატარებს კონკურსს - ,,ეგო-არტი“ 2014.

კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანთა გამოვლენა პოეზიაში, პროზასა და ფოტოგრაფიაში საქართველოს ყველა რეგიონიდან. სამივე ჟანრში გამარჯვებულ ავტორს გადაეცემა  იოტა-რიდერი და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, მოეწყობა ექსკურსია ქალაქგარეთ.

ავტორები უზრუნველყოფილნი იქნებიან რეგიონიდან ტრანსპორტირებითა და დედაქალაქში დაბინავებით.
კონკურსში (პროზასა და პოეზიაში) მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან.

მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსოდ უნდა გამოაგზავნონ ქართულ ენაზე დაწერილი ერთი გამოუქვეყნებელი (ბეჭდვით გამოცემებსა და ინტერნეტ სივრცეში) ნაწარმოები (ლექსი ან პროზა).

პროზაული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს Sylfaen-ით აკრეფილ Word-ის (A4 ფორმატის) 4 გვერდს, შრიფტის ზომა - 12, ინტერვალი - 1,5.

ფოტო კონკურსში მონაწილეობის პირობები:
1. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს 3 ჟანრული ფოტო;
2. ფოტო უნდა იყოს აუცილებლად თქვენი გადაღებული;
3. შეგიძლიათ გამოგზავნოთ ნებისმიერი ტიპის კამერით გადაღებული ფოტო, გარდა მობილური ტელეფონისა;
4. ფოტო გამოგზავნეთ JPEG ფორმატში;
5. გამოსაგზავნი ფოტოს გრძელი მხარე არ უნდა აღემატებოდეს 1000 პიქსელს (ასევე იქონიეთ ამავე ფოტოს ორიგინალი ზომა მინ. 3200 პიქსელი);
საავტორო უფლებები რჩება ფოტოგრაფს.

  • ერთ კონკურსანტს შეუძლია სამივე ნომინაციაში (პროზა, პოეზია, ფოტოგრაფია)  მონაწილეობა. 
  • ნაწარმოებები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე:  egoarti2014@yahoo.com
  • კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით, ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.  ასევე უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და რეგიონი (რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას კონკურსში).
  • კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარია 16-30 წელი.
  • პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ მონაწილეთა შემოქმედება დაიბეჭდება კრებულად.
  • მასალების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 10 ოქტომბერი.
  • კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია „ეგო-არტ ტურნე“ ერთ-ერთი გამარჯვებულის რეგიონში.
  • თემატიკა შეუზღუდავია სამივე ნომინაციაში!
  • კონკურსთან დაკავშირებით სპეციალური თემაა გახსნილი ურაკპარაკზე www.urakparaki.ge (მიმართულებით: ურაკპარაკი - ფორუმი - კონკურსები - „ეგო-არტი“ 2014); ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე: https://www.facebook.com/SAXA2013

ორგანიზატორი: 593 40 83 46 თამთა

 


2014 წლის 30 სექტემბერი – პირველკურსელთა კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: სტუდენტთა სიმებიან საკრავთა ანსამბლი და სოლისტები: ა. მამარდაშვილი, ბ. მელაძე, ო. ხაჭაპურიძე, დ. თხელიძე, მ. ბაშელეიშვილი, ნ. მოსიაშვილი. ნ. გოქაძე

2014 -2015 სასწავლო წლის  ვადები

პირველი (შემოდგომის) სემესტრი

>  აკადემიური რეგისტრაცია და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმება–2014 წლის 5 –15 სექტემბერი

> აკადემიური დავალიანებების დაფარვა–2014 წლის 5– 15 სექტემბერი

> ინდივიდუალური და ლექციური მეცადინეობები–2014 წლის 15 სექტემბერი 2014 წლის 31 დეკემბერი

>  პირველი შუასემესტრული (შუალედური) შემოწმებები–2014 წლის 13 –20 ოქტომბერი

< მეორე შუასემესტრული (შუალედური) შემოწმებები–2014 წლის 17–24 ნოემბერი

> შემოდგომის სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია–2015 წლის 5–25 იანვარი

> დამატებითი საგანოცდო სესია 2015 წლის 25 იანვარი– 5 თებერვალი

> სემესტრებს შორის არდადეგები–2015 წლის 5 –23 თებერვალი

მეორე (გაზაფხულის) სემესტრი

> აკადემიური რეგისტრაცია–2015 წლის 16–23 თებერვალი

> ინდივიდუალური და ლექციური მეცადინეობები–2015 წლის 23 თებერვალი  2015 წლის 8 ივნისი

>  პირველი შუასემესტრული (შუალედური) შემოწმებები–2015 წლის 30 მარტი 2015 წლის 5 აპრილი

< მეორე შუასემესტრული (შუალედური) შემოწმებები–2015 წლის 4–10 მაისი

> გაზაფხულის სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია–2015 წლის 8 ივნისი–2015 წლის 7 ივლისი

> მისაღები  გამოცდების ფარგლებში კოლეჯის შემოქმედებითი ტურები–2015 წლის 8-15 ივნისი

> დამატებითი საგამოცდო სესია 2015 წლის 7–13 ივლისი

> საკვალიფიკაციო გამოცდები 2015 წლის 6–13 ივლისი

> სემესტრებს შორის არდადეგები–2015 წლის  13 ივლისი–2015 წლის 14 სექტემბერი

 

2014 წლის 18 ივლისი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებით  გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.  შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯს შორის. მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესში. ხელმოწერის ცერემონიამდე გაიმართა კულტურის პოლიტიკის შემუშავების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და დისკუსია. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, ღონისძიებას ესწრებოდნენ სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. მემორანდუმის ფარგლებში, თავიანთი მიზნების განხორციელებისათვის, მხარეები იღებენ ვალდებულებას ითანამშრომლონ კულტურის სფეროში, რომელიც მოიცავს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების მიმართულებას. სამინისტრომ, თავის მხრივ, აიღო პასუხისმგებლობა უზრუნველჰყოს კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შექმნის პროცესში დაინტერესებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, ინფორმაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და კულტურის პოლიტიკის განხორციელების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართვა. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აიღეს პასუხისმგებლობა მონაწილეობა მიიღონ კულტურის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებისათვის სამუშაო შეხვედრებში; შეიმუშავონ რეკომენდაციები, წინადადებები, შენიშვნები კულტურის პოლიტიკის დოკუმენტთან მიმართებაში და გაუზიარონ მათი გამოცდილება სამინისტროს.

2014 წლის 14 ივლისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. ვოკალური მუსიკის კონცერტი ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასის სტუდენტების მონაწილეობით. პროგრამა: სოლო, საანსამბლო  და საგუნდო ნაწარმოებები (სტუდენტთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ნანა კვერნაძე)

2014 წლის 4 ივლისი – კოლეჯის სტუდენტთა და პროფესორ–მასწავლებელთა კონცერტი თერჯოლის ვაჟა კუბლაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის  საკონცერტო დარბაზში (პროგრამა: სოლო, საანსამბლო და  საგუნდო მუსიკა)

2014 წლის 1 ივლისი – სავალდებულო ფორტეპიანოს  მიმართულების სტუდენტთა კონცერტი (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ჯულიეტა ლაღაძე)

2014 წლის 21 მაისი - კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. აკადემიური სიმღერის მეოთხე კურსის სტუდენტის ქრისტინე კვერნაძის შემოქმედებითი საღამო :"პოეზია (თეთრი ვარდები) და მუსიკა".

2014 წლის 16 მაისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პროფესორ მანანა ანდრიაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. მონაწილენი: ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები, კოლეჯის სიმებიან საკრავთა  ანსამბლი პროფ. ი. გიგაურის ხელმძღვანელობით, სტუდენტთა გაერთიანებული გუნდი ასოც. პროფ. ნ. კვერნაძის ხელმძღვანელობით;  ქუთაისის № 1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეები.




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  admin@kutmuscollege.edu.ge