2013 წლის 12 ივნისი – საგუნდო მუსიკის კონცერტი კოლეჯის სტუდენტთა გაერთიანებული გუნდის მონაწილეობით

2013 წლის 12 ივნისი – ასოცირებული პროფესორის მაკა ბაქრაძის საკონცერტმაისტერო კლასის სტუდენტთა კონცერტი

2013 წლის 11 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. კამერული მუსიკის კონცერტი 2013 წლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით

2013 წლის 10 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. საფორტეპიანო და ვოკალური მუსიკის კონცერტი 2013 წლის კურსდამთავრებულთა მონაწილეობით

 

2013 წლის 9 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. კლასიკური მუსიკის საყმაწვილო ფესტივალი საჩხერის დ. თორაძის  სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და მასტერ–კლასები პედაგოგებისთვის

2013 წლის 8 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. კლასიკური მუსიკის საყმაწვილო ფესტივალი ჭიათურის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით და მასტერ–კლასები პედაგოგებისთვის

2013 წლის 5 ივნისი – აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სახელოვნებო კვირეულში "კლასიკური მუსიკის კონცერტში" კოლეჯის სტუდენტთა მონაწილეობა (გ. გრიგოლია, ნ. გოქაძე, ბ. ადამია, ა. ხურციძე) ქუთაისის თ. კობახიძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით

2013  წლის 11 მაისი – ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის  № 1 საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში ჰუმანიტარულ და პედაგოგიურ  მეცნიერებათა განვითარების ფონდის მიერ დაგეგმილ მეორე  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის "ენა და კულტურა"–  მონაწილეთათვის კლასიკური მუსიკის კონცერტი კოლეჯის სტუდენტების, პროფ.–მასწავლებლებისა და სტუდენტური გუნდის მონაწილეობით

2013 წლის 7 მაისი – თურქეთში ჩატარებულ მესამე საერთაშორისო ფესტივალში "ჰარმონია" მონაწილეობა მიიღო მეორე კურსის სტუდენტმა სალომე შალამბერიძემ (ალტი) და მოიპოვა ფესივალის ლაურეატის საპატიო  წოდება (ასოც, პროფ. ზანდა კიკვაძის კლასი)

2013 წლის  15 აპრილი – ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალში ჩატარებულ  საერთაშორისო კონკურს–    ფესტივალში  "აღორძინება–2013"  მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის  სტუდენტებმა და საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილების  საფუძველზე დაიკავეს  საპრიზო ადგილები: 

1.ბადრი ადამია (აკადემიური სიმღერა)–პირველი ადგილი (პროფ. გ.ლომთაძის კლასი, კონცერტმაისტერი ი. კუხიანიძე)

2.ნათია გოქაძე (აკადემიური სიმღერა)–მესამე ადგილი (ასოც. პროფ.რ. კუბლაშვილის კლასი, კონცერტმაისტერი მ. ჭანტურია)

3.ნიკოლოზ მაჭავარიანი (ჰობოი)–პირველი ადგილი  (პროფ. გ. ბერიძის კლასი, კონცერტმაისტერი მ. ლილუაშვილი)

4.ტრიო – თეონა ჟორჟოლიანის (ფორტეპიანო), ბექა მელაძის (ფლეიტა) და ნიკოლოზ მაჭავარიანის (ჰობოი) შემადგენლობით–მესამე ადგილი (ასოც. პროფ. მ. კუხიანიძის კამერული ანსამბლის კლასი)

საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობაში წევრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ: პროფესორი გიორგი ლომთაძე (ნომინაცია–აკადემიური სიმღერა), ასოცირებული პროფესორი ნანა კვერნაძე (ნომინაცია–აკადემიური გუნდი) და მასწავლებელი, დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი (ნომინაცია–ორკესტრი, ხალხური საკრავები)




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  admin@kutmuscollege.edu.ge