2018 წლის 7 მაისი - კოლეჯის კურსდამთავრებულის ნუკრი კარკაძის შემოქმედებითი (პოეზიის) საღამო. მუსიკალურად გააფორმეს კურსდამთავრებულებმა თინათინ ენდელაძემ და სოფიო ხურცილავამ

     საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს კონკურსს კონცერტმაისტერის/ილუსტრატორის  თანამდებობის დასაკავებლად 2018 წლის 16 აპრილიდან.

 

     კონკურსის ჩატარების წესი და პირობები იხილეთ აქ..

     საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად 2018 წლის 14 აპრილიდან.

 

     კონკურსის ჩატარების წესი და პირობები იხილეთ აქ..

2018 წლის 12 აპრილი - კოლეჯის მცირე საკონცერტო დარბაზი-კლასიკური მუსიკის კონცერტი მიძღვნილი საქართველოს სახალხო არტისტის ზურაბ ანჯაფარიძის ხსოვნისადმი. მონაწილენი: კოლეჯის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები

2018 წლის 5-8 აპრილი -  ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალი. საერთაშორისო კონკურს-ფესტივალში "აღორძინება 2018" კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტის სალომე ჯულაყიძის მინაწილეობა. დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და მოიპოვა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის ლაურეატის წოდება (ასოც. პროფ. რამაზ კუბლაშვილის კლ.)

2018 წლის 30 მარტი - კოლეჯის სამკითხველო დარბაზი. სტუდენტური თეორიულ-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე-" რუსული მუსიკა-კლასიკოსი კომპოზიტორები"

2018 წლის 7 მარტი - ქუთაისი მ.ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი. კლასიკური მუსიკის საღამო-კონცერტში კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტის თეონა გველესიანისა და კონცერტმაისტერების: ირინე კუხიანიძის, კესო ზვიადაძის მონაწილეობა.

2018 წლის 29 დეკემბერი -  'საახალწლო შეხვედრების საღამო" კოლეჯის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მონაწილეობით.

2017 წლის 12 დეკემბერი - კოლეჯის სტუდენტური თვითმმართველობა. კოლეჯის ბიბილიოთეკის სამკითხველო დარბაზი.მუსიკალურ-ინტელექტუალური და სახალისო, პრაქტიკული-თეორიული კონფერენცია თემაზე: "ოპერების სამყაროში". (ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე მეგი ნიკოლეიშვილი)

 

2017 წლის 4 დეკემბერი - კოლეჯის მცირე საკონცერტო დარბაზი, ქართული ვოკალური და ინსტრუმენტული სოლო და საანსამბლო მუსიკის კონცერტი მიძღვნილი ზ. ფალიაშვილის ხსოვნისადმი.




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge