2017 წლის 28 აპრილი - კოლეჯის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული მუსიკალური ვიქტორინა.

2017 წლის 25-27 აპრილი - მსოფლიოში აღიარებული მაესტრო-კონცერტმაისტერის - რიჩარდ ბარკერის მასტერ-კლასებში წარმატებულად წარმოჩინდა და მაესტროს მოწონება დაიმსახურა კოლეჯის მეოთხე კურსის სტუდენტმა ნათია მოსიაშვილმა (ასოც. პროფ. რ. კუბლაშვილის კლასი).

2017 წლის 20 აპრილი - ქუთაისის საოპერო თეატრში გაიმართა კოლეჯის პედაგოგის დოდო სიჭინავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა.

2017 წლის 14-15 აპრილი - ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალში ჩატარდა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალი-"აღორძინება-2017", რომელშიც მონაწილეობა მიიღო კოლეჯის აკადემიური სიმღერის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტმა - ნათია მოსიაშვილმა. საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით მან დაიკავა საპრიზო მეორე ადგილი, დაიმსახურა ვერცხლის მედალი და ლაურეტის საპატიო წოდება.

2017 წლის 12 აპრილი - ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის N 2 სამუსიკო სკოლის დაბაზში გაიმართა შეხვედრა-კონცერტი "ქართველი ემიგრანტი მუსიკოსები საქართველოში" (მანანა გოცირიძე, არჩილ ხარაძე, რევაზ მაჩაბელი და იული კუროდა). კონცერტის შემდეგ სტუმრებმა ჩაატარეს მასტერ-კლასები.

2017 წლის 21 მარტი - კოლეჯის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული მსოფლიო პოეზიის დღისადმი მიღვენილი პოეზიისა და მუსიკოს საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ კოლეჯის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

     2016 - 2017 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო პროცესი განახლდება 2017 წლის პირველი მარტიდან.

     დავალიანებაში დარჩენილ სტუდენტებს ვთხოვთ არსებული დავალიანებები დაფარონ სასწავლო პროცესის დაწყებამდე.

 

2017 წლის 6 თებერვალი - ქ. ჭიათურის კულტურის ცენტრში გამართულ ქუთაისის კამერული ორკესტრის კონცერტში მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა

 

2017 წლის 02 თებერვალს დასრულდა მობილობის წესით სსიპ-ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში ჩასარიცხ პირთა რეგისტრაცია.

2016 წლის 30 დეკემბერი - კოლეჯის სტუდენტის მარიეტა ჩუბინიძისა (ვიოლინო) და კურსდამთვრებულის ოთარ ხაჭაპურიძის (ფლეიტა) მონაწილეობა ქ. ჭიათურის ზ. ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლის საახალწლო შეხვედრა-კონცერში.

 




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge