2016 წლის 12 ივნისი – მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქველმოქმედო კონცერტი. (ორგანიზატორი კოლეჯის სტუდენტი მურთაზ ბაშელეიშვილი)

2016 წლის 11 ივნისი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ახალგაზრდული კამერული ორკესტრის კონცერტი მიძღვნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი. მონაწილენი – კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები და კურსდამთავრებულები (კამერული ანსამბლის კლასის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მანანა კუხიანიძე. დირიჟორი ა. მამაცაშვილი)

2016 წლის 7 ივნისი – ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში  გაიმართება კოლეჯის პროფესორის გიორგი ლომთაძის კლასის სტუდენტთა კონცერტი.

პროგრამაშია ჰენდელის, პერგოლეზის, როსის, ბელინის, ვერდის, პუჩინის, ლეონკავალოს, მასკანის, გლინკას, არენსკის, ტომას, ობერის, ვეკერლენის, გი,,არდელის, შტრაუსის, მენდელსონის,  მონიუშკოს, ფალვოს ნაწარმოებები

დასაწყისი 17 სთ. დასწრება თავისუფალია

2016 წლის 4 ივნისი – სიმებიანი საკრავების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტის სოფია მატიუშის (ვიოლინო)  სოლო კონცერტი  (ასოც. პროფესორის ზანდა კიკვაძის კლ.) პროგრამაშია დ. კაბალევსკის, ი. ბრამსის, ჰ. ვენიავსკის, ვ. აზარაშვილის და კ. ცაბაძის ნაწარმოებები.

დასაწყისი 16. სთ. დასწრება თავისუფალია

 

2016 წლის 28 მაისი – კოლეჯის ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კონცერტი. კონცერტი ეძღვნება რ. კუბლაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის 25–ე და დაბადებიდან მე–60 წლისთავს.
მონაწილეობენ სტუდენტები: ნ. მოსიაშვილი–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, ნ. გოქაძე–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მ. ბაშელეიშვილი–საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
კურსდამთავრებულები: ქ. ლომთაძე –ქუთაისის საოპერო თეატრის გუნდის მსახიობი,  ლ. თითბერიძე– ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი, ბ. კვირიკაშვილი – ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი (ბ. კვირიკაშვილს პარტნიორობას უწევს ქუთაისის საოპერო თეატრის სოლისტი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და "გრან–პრი"–ს მფლობელი, ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი გ. სტურუა)

 

 

2016 წლის 10–15 მაისს ქ. ბათუმში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურსში სოლო აკადემიური სიმღერის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი სტურუამ (პროფესორ გიორგი ლომთაძის კლასი) დაიმსახურა ჟიურის, მსმენელის სიმპათია, კონკურსის უმაღლესი ჯილდო "გრან–პრი" , მოიპოვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება და მონაწილეობა მიიღო ლაურეატთა გალა–კონცერტში. 
   კამერული ანსამბლის  ნომინაციაში მონაწილე   მესამე კურსის სტუდენტმა ბელა ხუჯაძემ (ფორტეპიანო)  და მეოთხე კურსის სტუდენტმა ნიკოლოზ მაჭავარიანმა (ჰობოი) დამსახურეს საპრიზო მეორე ადგილი,  მოიპოვეს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდებები და მონაწილეობა მიიღეს ლაურეატთა გალა–კონცერტში (კამერული ანსამბლის კლასის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მანანა კუხიანიძე)
 კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების მოსწავლემ მარიამ ენდელაძემ (ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასი) დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვა საერთაშორისო კონურსის ლაურეატის წოდება

 

2016 წლის 10–13 აპრილს ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში "აღორძინება–2016"-აკადემიური სიმღერის მესამე კურსის სტუდენტმა  ნათია მოსიაშვილმა (ასოცირებული პროფესორის რამაზ კუბლაშვილის კლასი) დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი და მოიპოვა საერთაშორისო კონურსის ლაურეატის წოდება.

2016 წლის 10–13 აპრილს ერევნის კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის გიუმრის ფილიალში ჩატარებულ საერთაშორისო კონკურს–ფესტივალში "აღორძინება–2016"–კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სექტორის მოსწავლემ თეკლა ჭაჭიაშვილმა (ვიოლინო) დაიკავა საპრიზო პირველი ადგილი (პროფესორ ია გიგაურის კლასი) და მოიპოვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის წოდება

 

2015  წლის 29 დეკემბერი –  მართვის ორგანოეის არჩევნები. კოლეჯის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ბიბლიოთეკის გამგისა და საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები

2015 წლის 25 დეკემბერიკოლეჯის მართვის ორგანოების არჩევნები. კოლეჯის რექტორისა და ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები.




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge