2016 წლის 9 დეკემბერი - ქუთაისის ზ. ფალიაშვილის სახელობის N 2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა ქართული მუსიკის კონცერტი მიძღვნილი ზ. ფალიაშვილის ხსოვნისადმი. პროგრამაში წარმოდგენილი იქნა ქართველი კომპოზიტორების ვოკალურ-ინსტრუმენტული სოლო და საანსამბლო ნაწარმოებები. .მონაწილენი: კოლეჯის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები

2016 წლის 6-8 ნოემბერი – ფოთის დრამატიული თეატრის დარბაზი. ხელოვნების საერთაშორისო კონკურს – ფესტივალი "F & F" ("ფესტივალი ფაზისი"). მონაწილენი: კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტი მადონა ახვლედიანი (მესამე საპრიზო ადგილი–აკადემიური სიმღერა), მეოთხე კურსის სტუდენტი ნათია მოსიაშვილი (პირველი საპრიზო ადგილი–აკადემიური სიმღერა), კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სექტორის მოსწავლეები: თეკლა ჭაჭიაშვილი (პირველი ადგილი–სოლო ვიოლინო), გიორგი ბერაძე (პირველი ადგილი–სოლო ვიოლინო), თ.ჭაჭიაშვილისა და გ. ბერიძის სავიოლინო დუეტი (გრან–პრი). კონცერტმაისტერები: მეგი ჭანტურია და თეონა დვალიშვილი, პედაგოგი პროფ. ია გიგაური.

2016 წლის 10 ოქტომბერი – ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პირველკურსელებთან შეხვედრა–კონცერტი.

2016 წლის 17 სექტემბერი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის, საერთაშორისო კომკურსების ლაურეატის ინსტრუმენტული ტრიოს საიუბილეო კონცერტში კოლეჯის ასოც. პროფ. ზანდა კიკვაძის მონაწილეობა.

2016 წლის 7 ივლისი – ზ. ფალიაშვილის სახელობის № 2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზი. კოლეჯის პედაგოგიური პრაქტიკის სექტორის მოსწავლის თეკლა ჭაჭიაშვილის (ვიოლინო) სოლო კონცერტი. კონცერში მონაწილეობს კოლეჯის სიმებიან საკრავთა ანსამბლი გ. ბერაძის, მ. ჩუბინიძის, ნ. ნიკოლაძის, ს. მატიუშის, მ. თევზაძის გ. ხაჭაპურიძის შემადგენლობით. ხელმძღვანელი პროფესორი ია გიგაური.

2016 წლის 6 ივლისი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ვოკალური და ინსტრუმენტული საანსამბლო მუსიკის კონცერტი კოლეჯის პროფესორ – მასწავლებელთა და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატ – სტუდენტთა მონაწილეობით.

2016 წლის 21 ივნისი – კოლეჯის დიდი საკონცერტო დარბაზი. პირველი კურსის სტუდენტის – მარიამ თავზაძის (ჩელო) სოლო კონცერტი. (პედაგოგი მაყვალა სანიკიძე, კონცერტმაისტერი მაკა ბაქრაძე)

2016 წლის 17 ივნისი – საჩხერის კულტურის ცენტრის დიდი დარბაზი. მამია ხატელიშვილის სახელობის სამუსიკო სტუდიის საიუბილეო კონცერტი. მონაწილენი: პროფ. რუსუდან ლორთქიფანიძე, ასოც. პროფ. რამაზ კუბლაშვილი, კოლეჯის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი სტურუა, მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ხაჭაპურიძე, კურსდამთავრებული ბაკური კვირიკაშვილი. კონცერტმაისტერი მეგი ჭანტურია

2016 წლის 12 ივნისი – მ. ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. საქველმოქმედო კონცერტი. (ორგანიზატორი კოლეჯის სტუდენტი მურთაზ ბაშელეიშვილი)

2016 წლის 11 ივნისი – მ. ბალანჩვაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ახალგაზრდული კამერული ორკესტრის კონცერტი მიძღვნილი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი. მონაწილენი – კოლეჯის ბაკალავრიატის სტუდენტები და კურსდამთავრებულები (კამერული ანსამბლის კლასის ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი მანანა კუხიანიძე. დირიჟორი ა. მამაცაშვილი)




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  admin@kutmuscollege.edu.ge