ბიბლიოთეკა

      თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს_ქალაქ ქუთაისის  სამუსიკო კოლეჯს ბიბლიოთეკა გადაეცა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2008 წელს.  ბიბლიოთეკაში დაცულია 2440_მდე დასახელების წიგნი, სახელმძღვანელო და  2660_მდე სანოტო მასალა. არსებობს აუდიო_ვიდეო ჩანაწერები (97) და გრამფირფიტები (587) მსოფლიოში განთქმული მუსიკოსების შესრულებით. ფონდის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს კერძო პირების შემოწირულობები  და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ფონდში წარმოდგენილია სამუსიკო საგანმანათლებლო პროგრამებთან შესაბამისი სანოტო ლიტერატურა,   მუსიკალურ-ისტორიული,  მუსიკალურ_თეორიული და ჰუმანიტარული დისციპლინებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ლიტერატურა. აქვეა მხატვრული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებიც. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართული ხალხური და პროფესიული მუსიკის (ქართველ კომპოზიტორების) ნიმუშებს, ქართველი მუსიკისმცოდნეების სამეცნიერო შრომების კრებულებს და სხვ.  
     საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის ბიბილიოთეკას გააჩნია  სამკითხველო დარბაზი და წიგნთსაცავი, რომლის საერთო ფართი შეადგენს 131, 99 კვ.მ-ს. სამკითხველო დარბაზი განკუთვლნილია    30_მკითხველისთვის, აღჭურვილია 3 კომპიუტერით. აქვე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენისა.
     ბიბლიოთეკა ყოველდღიურად ემსახურება სტუდენტებსა და პროფესორ_მასწავლებლებს, რომელთა რიცხვი ამ პერიოდისთვის შეადგენს 40_50-ს. იგი ემსახურება ასევე ქალაქის მუსიკოს_შემსრულებლებს, სამუსიკო_საგანმანათლებლო დაწესებელებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. კოლეჯის მესვეურთა ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს ფონდების შევსება ახალი სანოტო თუ სხვა სათანადო ლიტერატურით, რათა სტუდენტებსა და პროფესორმასწავლებლებს შესაძლებლობა ექნეთ ადგილზე ისარგებლონ მათთვის საჭირო ლიტერატურითა და ჩანაწერებით.

 

 
სამუშაო დღეები: ორშაბათი_პარასკევი, სამუშაო საათები: 10-19
შაბათი სამუშაო საათები: 10-17
კონტაქტები: ტელ.: 0 (431) 270 911
ბიბილიოთეკის გამგე: შორენა დეისაძე
უფროსი სპეციალისტი: თინათინ სამხარაძე

ჩამოტვირთეთ:
ბიბლიოთეკის კატალოგი (XLS ფორმატში), (PDF ფორმატში)


(შენიშვნა: მიმდინარეობს საქმინობა ელექტრონული კატალოგის სრულყოფაზე)




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge