ბიბლიოთეკის დებულება


1. ბიბლიოთეკა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის სასწავლო და სამეცნიერო დანიშნულების მქონე სტრუქტურა. მის ამოცანას წარმოადგენს კოლეჯის პროფესორ მასწავლებლების, სტუდენტებისა და სასწავლო დამხმარე პერსონალის (კონცერტმაისტერები, ილუსტრატორები) სანოტო, სამეცნიერო, მეთოდური და სხვა ლიტერატურით უზრუნველყოფა და  მომსახურება

2. თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით ბიბლიოთეკა:

ა) უზრუნველყოფს მის ფონდებში არსებული სანოტო, სამეცნიერო, მეთოდური ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების გაცემას მკითხველებზე როგორც სამკითხველო დარბაზსა და აუდიტორიებში, ასევე სახლში გატანით

ბ) ზრუნავს თავისი ფონდების (სანოტო, სამეცნიერო, მეთოდური ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, აუდიო ვიდეო ჩანაწერები, გრამფირფიტები) შევსებაზე.

კოლეჯის პროფილის შესაბამისად: ამუშავებს ახლად შემოსულ ლიტერატურას, უზრუნველყოფს თავისი ფონდების შენახვასა და აღრიცხვას, ადგენს თემატურ და ანბანურ კატალოგებს

გ) წელიწადში ერთხელ ატარებს ბიბლიოთეკის ფონდების შემოწმება ინვენტარიზაციას

დ) სისტემაში მოჰყავს და ინახავს პროფესორ მასწავლებელთა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ მასალებს

ე) დახმარებას უწევს მკითხველებს კატალოგებით სარგებლობის საკითხებში

ე) ზრუნავს ბიბლიოთეკის თანამშრომელთა პროფესიულ სრულყოფაზე

ვ) ყოველწლიურად ატარებს მკითხველთა ხელახალ რეგისტრაციას

ზ) ურთიერთობას ამყარებს ქალაქის საჯარო სამეცნიერო და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ბიბლიოთეკებთან

3. ბიბლიოთეკის გამართული მუშაობის ორგანიზაციას უზრუნველყოფს ბიბილიოთეკის გამგე, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს

4. ბიბილიოთეკის საშტატო განაკვეთები განისაზღვრება სამუშაოს მოცულობით, საბიბლიოთეკო ფონდების მოცულობითა და მკითხველთა რაოდენობის შესაბამისად

5. ბიბილიოთეკის მუშაობის ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება კოლეჯის ბიუჯეტითა და სხვა შემოსავლების ხარჯზე

6. სამკითხველო დარბაზსა და კოლეჯის აუდიტორიებში საჭირო ლიტერატურის გასატანად  მკითხველი ბიბლიოთეკაში ტოვებს სტუდენტურ ბილეთს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და მეცადინეობის დასრულებისთანავე აბრუნებს გატანილ ლიტერატურას

7. აკრძალულია ბიბლიოთეკიდან ენციკლოპედიების, ლექსიკონებისა და  იშვიათი ლიტერატურის გატანა. მათზე მუშაობა დასაშვებია მხოლოდ კოლეჯის სამკითხველო დარბაზში

8. სტუდენტებს, პროფესორ მასწავლებლებსა და სასწავლო დამხმარე პერსონალს სათანადო ინფორმაციისა და სხვა მასალების მოძიების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ბიბილიოთეკაში არსებული კომპიუტერებით

9. მკითხველი ვალდებულია არდადეგების დაწყების წინ ბიბლიოთეკას დაუბრუნოს ყველა გატანილი სანოტო თუ სხვა ლიტერატურა

10. ბიბლიოთეკის წიგნთსაცავში უცხო პირთა შესვლა სასტიკად აკრძალულია

11. ბიბილიოთეკაში სიგარეტის მოწევა სასტიკად აკრძალულია

12. ბიბილიოთეკაში წესრიგის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია ბიბლიოთეკის თითოეული თანამშრომელი

13. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში შექმნილი უნდა იქნეს მშვიდი სამუშაო გარემო

14. კოლეჯის სტუდენტები, პროფესორ მასწავლებლები და სასწავლო-დამხმარე პერსონალი ვალდებულია გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, მის დებულებას და დაემორჩილოს ბიბილიოთეკის მოთხოვნებს

15. ბიბლიოთეკის  სამუშაო განრიგი დაკავშირებული უნდა იქნეს კოლეჯის სამეცადინო ლექციურ და ინდივიდუალურ ცხრილებთან.

16. ბიბლიოთეკა უნდა მუშაობდეს ყოველდღე, კვირა დღის გარდა.

ბიბლიოთეკის სამუშაო დღეები და საათები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ორშაბათი პარასკევი 10 სთ-დან 19 სთ-მდე, შაბათი 10 სთ-დან 17 სთ.-მდე

 

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები


1. ბიბლიოთეკა მუშაობს ყოველდღე, კვირა დღის გარდა, დილის 10 საათიდან კოლეჯის სამეცადინო ცხრილით, ლექციებისა და ინდივიდუალური  მეცადინეობების დასრულებამდე

2. ბიბლიოთეკაში ჩაწერის მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა

3. მკითხველს უფლება აქვს ბიბლიოთეკიდან გაიტანოს მისთვის საჭირო სანოტო, მეთოდური, სამეცნიერო ლიტერატურა, სახელმძღვანელოები 20 25 დღის ვადით. სარგებლობის ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით იმ შემთხვევაში, თუ ამ ლიტერატურაზე არ არის გაზრდილი მოთხოვნილება

4. სანოტო ლიტერატურისა და სახელმძღვანელოების მიღებისას მკითხველი ვალდებულია გადაათვალიეროს მიღებული ლიტერატურა და ხარვეზების ან დაზიანების შემჩნევის შემთხვევაში მაშინვე აცნობოს ბიბლიოთეკის სპეციალისტს ან ბიბლიოთეკის გამგეს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას

5. სახლში გასაცემი სანოტო, მეთოდური ლიტერატურა და სახელმძღვანელოები გატარდება მკითხველის ფორმულიარში, სადაც მკითხველი ხელის მოწერით ადასტურებს აღნიშნული ლიტერატურის მიღებას და პასუხისმგებლობას იღებს მის მოვლა გაფრთხილებაზე

6. მკითხველი ვალდებულია ბიბლიოთეკიდან გატანილი ლიტერატურა დააბრუნოს დათქმულ ვადაში ყოველგვარი დაზიანების გარეშე. სასტიკად აკრძალულია ნოტებიდან და სხვა ლიტერატურიდან ფურცლების ამოხევა, ხაზების გასმა, სხვადასხვა სახის აღნიშვნების გაკეთება, დაუშვებელია აგრეთვე ნოტებისა და წიგნების ფურცლების ჩაკეცვა და ა. შ.

7. მკითხველის მიმართ, რომელიც დააზიანებს ბიბლიოთეკიდან გატანილ სანოტო და სხვა ლიტერატურას, გატარებული იქნება მკაცრი ადმინისტრაციული ზომები

8. მკითხველს, რომელიც დაარღვევს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, აეკრძალება ბიბილიოთეკით სარგებლობა

15 დღით, ხოლო განმეორების შემთხვევაში ამოირიცხება მკითხველთა სიიდან

9. ბიბლიოთეკიდან გატანილი ნოტების, სახელმძღვანელოების ან სხვა ლიტერატურის დაკარგვის შემთხვევაში, მკითხველი ვალდებულია ბიბლიოთეკას დაუბრუნოს ისეთივე. იმ შემთხვევაში, როცა მას ამის გაკეთება არ შეუძლია და საქმე გვაქვს უნიკალურ ლიტერატურასთან ან ისეთთან, რომელზედაც

დიდი მოთხოვნილებაა და ბიბლიოთეკა განიცდის მის ნაკლებობას, მკითხველს ეკისრება 50 ამერიკული დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა

10. ენციკლოპედიებით, ლექსიკონებითა და იშვიათი ლიტერატურით სარგებლობა დასაშვებია მხოლოდ სამკითხველო დარბაზში. მათი ბიბლიოთეკიდან გატანა სასტიკად აკრძალულია

11. საჭირო ლიტერატურის ბიბლიოთეკიდან გატანის შემთხვევაში, კოლეჯის სტუდენტი წარადგენს სტუდ.ბილეთს ან პირადობის მოწმობას, ხოლო პროფესორ მასწავლებელი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს

12. გარეშე პირებს შეუძლია ისარგებლონ კოლეჯის ბიბლიოთეკით მხოლოდ ადგილზე სამკითხველო დარბაზში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge