საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მისია

 

     სსიპ–ქ. ქუთასის სამუსიკო კოლეჯი წარმოადგენს უმაღლეს სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც დაფუძნდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე (2007 წლის 28 ნოემბერი. სტუდენტთა პირველი მიღება განხორციელდა 2009 წელს). კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალი ფუნქციონირებდა 1970 წლიდან, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალგაზრდა მუსიკოს–შემსრულებლების აღზრდის საქმეში.

ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი ამჟამად ახორციელებს უმაღლეს (აკადემიურ) საგანმანათლებლო პროგრამას-"საშემსრულებლო ხელოვნება (მიმართულებები: ფორტეპიანო, საორკესტრო სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა)" და აქტიურად ეწევა საშემსრულებლო-შემოქმედებით საქმიანობას. კოლეჯი ისწრაფვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, კვლევითი-შემოქმედებითი საქმიანობა, ხელი შეუწყოს სტუდენტების პიროვნულ განვითარებას და აღზარდონ ისინი მაღალი დონის პროფესიონალ-მუსიკოსებად და შემსრულებლებად.


კოლეჯის მისიას წარმოადგენს:



> უმაღლესი სამუსიკო განათლების სფეროში საბაკალავრო და უმაღლესი პროფესიული პროგრამების განხორციელება და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა
> პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე-მართვის ყველა დონეზე ეფექტური ხელმძღვანელობის სისტემის და მაღალი ხარისხის კულტურის დანერგვა, კოლეჯში თითოეული წევრის საქმიანობის წარმართვა საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად, სწავლა-სწავლების და საშემსრულებლო-შემოქმედებითი პროცესის დახვეწა-განვითარება თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით

 
> სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ზნეობრივად სრულყოფილი მუსიკოს-შემსრულებლის მომზადება
> მუსიკალური ხელოვნების განვითარება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობით
> ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა, მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემსრულებლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და მათთვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება
> სტუდენტების ჩართვა კოლეჯის საქმიანობაში კოლეჯის მიზნების მიღწევისა და ხარისხის ასამაღლებლად, მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება-განვითარება საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად
> სტუდენტების აღზრდა ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობებზე, ორიენტირება ეროვნული ტრადიციების დაცვაზე
> სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეწყობა კონტაქტების გაფართოვებით
> აკადემიური თავისუფლება, რაც ნიშნავს, რომ კოლეჯის პერსონალი, სტუდენტები თავისუფალნი არიან ახალი ცოდნის შექმნაში, შემოქმედებით საქმიანობაში, საკუთრი თავის ფორმირებასა და განვითარებაში, თვითრეალიზებაში,
> კოლეჯში კოლეგიალური გარემოს დაფუძნება ეთიკის ნორმების დაცვით, თანამშომლებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთპატივისცემის განმტკიცება საერთო ინტერესების დაცვით, გუნდური მუშაობა, ღია, თავისუფალი კომუნიკაცია, საერთო ინტერესების შეჯერება და მხარდაჭერა
> რეგიონში კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი და საგანმანათლებლო-შემოქმედებით საქმიანობაში წამყვანი ადგილის დაკავება
 

 

     "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ"  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე–2 პუნქტის  "ა" ქვეპუნქტის, მე–12 მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 56/2–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, 563 –ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების" 24–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 25–ე მუხლის შესაბამისად, სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯს (საიდენტიფიკაციო კოდი 212907513) 5 წლის ვადით მიენიჭოს  უმაღლესი საგანმანათლებოლო დაწესებულების სტატუსი (კოლეჯი) და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განისაზღვროს 200-ით ( უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება–ოქმი № 1)

    

"განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის  22–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ა'" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011  წლის 4 მაისის № 65/ნ ბრძანებით დამტკიცებული  "საგანმანათლებლო დაწესებულებების  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების" 28–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად,  საგანმანათლებლო  პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2014 წლის 8 აპრილის № 75–ე გადაწყვეტილებით, სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის საშემსრულებლო  ხელოვნების  (ფორტეპიანო, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი სა დასარტყამი) საკრავები, სოლო აკადემიური სიმღერა, აკადემიური გუნდის დირიჟორობა) საბაკალავრო პროგრამას მიენიჭოს აკრედიტაცია




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  admin@kutmuscollege.edu.ge