კოლეჯის შენობა

    საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 ნოემბრის №262 დადგენილებით განხორციელდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რეორგანიზაცია:  გამოეყო ქუთაისის ფილიალი და მის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი-ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი, რომლის მიზნად განისაზღვრა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი სამუსიკო საგნმანათლებლო საქმიანობა.

    კოლეჯის დაფუძნებას წინ უძღოდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის 37-წლიანი ნაყოფიერი და წარმატებული მოღვაწეობა. ქუთაისის ფილიალმა თავისი არსებობით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა  სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციებისთვის ახალგაზრდა პროფესიული კადრების აღზრდის საქმეში.

    კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის კურსდამთავრებულთა (მათი რიცხვი 600-მდეა)  აბსოლუტური უმრავლესობა მუშაობს სპეციალობის მიხედვით. ისინი მოღვაწეობენ ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, ბათუმის საოპერო თეატრებში სიმფონიურ  და კამერულ ორკესტრებში  სოლის-მომღერლებად,  გუნდისა და ორკესტრის მსახიობებად, კამერული ანსამბლების სოლისტებად; ეწევიან პედაგოგიურ და საშემსრულებლო-შემოქმედებით საქმიანობას საქართველოს ქალაქებსა და რაიონებში, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში–რუსეთში, იტალიაში, საფრნგეთში, თურქეთშჲ, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ისრაელსა და საბერძნეთში.

    ფილიალის კურსდამთავრებულებს შორის არიან საქალაქო, რესპუბლიკური, ამერკავკასიის, საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების, დათვალიერებების ლაურეატები, პრიზიორები და დიპლომანტები.

    ფილიალში ახალგაზრდა თაობის აღზრდას ემსახურებოდნენ გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, კონცერტმაისტერები. მათ შორის იყვნენ: ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატები-დოქტორები, სახალხო არტისტები, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწენი, რომლებმაც თავიანთ მოღვაწეობა გააგრძელეს  სამუსიკო კოლეჯში.

ფილიალში მიმდინარეობდა აქტიური საგანმანათლებლო და შემოქმედებითი საქმიანობა. მჭჲდრო კავშირი იყო დამყარებული დასავლეთ საქრთველოს ქალაქებისა და რაიონების სამუსიკო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და შემოქმედებით ორგანიზაციებთან მასტერ-კლასების, ლექცია-კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების, სტუდენტთა სოლო კონცერტების, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა გაერთიანებული კონცერტების სახით და სხვა ღონისძიებების ჩატარებით.

    1990 წლიდან ფილიალი განთავსდა ახალ შენობაში, რომელიც გადაეცა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯს. მისი საერთო ფართი შეადგენს 4072, 58  კვ.მ.-ს. ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, მცირე და დიდი საკონცერტო დარბაზები,  აქ იმართებოდა მასტერ-კლასები,  ლექცია-კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები, სოლო და საანსამბლო კონცერტები, სადაც მონაწილეობდნენ გამოჩენილი ქართველი და უცხოელი მუსიკოს-შემსრულებლები, სხვადასხვა კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალს სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდნენ:

სერგო გოცირიძე, დამსახურებული არტისტი, ვოკალისტი,  1970-1973 წ.წ.

ოთარ ბრეგაძე, გამოჩენილი პიანისტი, 1973-1974 წ.წ.

რუსუდან ლორთქიფანიძე, მუსიკისმცოდნე, ასოც. პროფესორი, 1974-2007 წ.წ.  

2007–2009 წ. იანვრამდე სსიპ–ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოც. პროფ.

2009 წლის იანვრიდან–სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის რექტორი, პროფ.

საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის 2008  წლის  31 დეკემბრის № 1189  ბრძანებით, საჯარო სამართ»ის იურიდიული პირის-ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯისთვის გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია № 0812128. კოლეჯმა მოიპოვა აკადემიური (საბაკალავრო) და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლების აღზრდა და პროფესიონალი პედაგოგების მომზადება.

2009 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და კოლეჯის შემოქმედებითი ტურების შედეგების საფუძველზე ხორციელდება მიღება ფორტეპიანოს, საორკესტრო (სიმებიანი, ჩასაბერი და დასარტყამი) საკრავების, აკადემიური სიმღერისა და გუნდის დირიჟორობის მიმართულებებით.

ახალდაფუძნებული სსიპ-ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი მოწოდებულია განაგრძოს სწავლის, სწავლებისა და საშემსრულებლო-შემოქმედებითი საქმიანობის ის ტრადიციები, რომლებიც ჩამოყალიბდა კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალში; განამტკიცოს და უფრო განავითაროს კოლეჯის კონტაქტები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა მიღწევების საერთაშორისო არეალზე დამკვიდრების მიზნით.

     "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე–2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, მე–12 მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 56/2–ე მუხლის მე–3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, 563 –ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების" 24–ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და 25–ე მუხლის შესაბამისად, სსიპ ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯს (საიდენტიფიკაციო კოდი 212907513) 5 წლის ვადით მიენიჭოს უმაღლესი საგანმანათლებოლო დაწესებულების სტატუსი (კოლეჯი) და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განისაზღვროს 200-ით ( უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2014 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილება–ოქმი № 1)

 

  

სსიპ-ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის მისია


 უმაღლესი სამუსიკო განათლების სფეროში საბაკალავრო   საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და მათი განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა; სახელმწიფოსა და საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, ზნეობრივად სრულყოფილი მუსიკოს-შემსრულებლებისა  და   პედაგოგიური კადრების მომზადება;  მუსიკალური ხელოვნების განვითარება სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების შემოქმედებით-პრაქტიკული მოღვაწეობით;  ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვა, მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზება, შემსრულებლისა და პედაგოგისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარება და მათთვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი სამუსიკო განათლების შეთავაზება;   სტუდენტების აღზრდა ქართული და მსოფლიო კულტურის ფასეულობებზე, ორიენტირება ეროვნული ტრადიციების დაცვაზე, სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა კონტაქტების გაფართოვებით;  რეგიონში კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი  და   საგანმანათლებლო-შემოქმედებით საქმიანობაში წამყვანი  ადგილის დაკავება. 




© 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
 

მისამართი: 4600 ქუთაისი
კ. გამსახურდიას 43ა
ტელეფონი: 0 (431) 270 911.
E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge