სსიპ–ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯის

2017–2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის დარეგულირების წესი

 

 

1.წარიმართოს სსიპ- ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯში 2017-2018 სასწავლო წლის სასწავლო პროცესი შემდეგი მოთხოვნების დაცვით:

 

პირველი (შემოდგომის ) სემესტრი

 

1.1. დაიწყოს 2017-2018 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის სასწავლო პროცესი 2017 წლის 11 სექტემბერს და დამთავრდეს 2017 წლის 23 დეკემბერს

1.2. განისაზღვროს დავალიანებების დაფარვის ვადა 2017 წლის 04 სექტემბრიდან 2017 წლის 11 სექტემბრამდე

1.3. განისაზღვროს აკადემიური რეგისტრაციის ვადა 2017 წლის 01 სექტემბრიდან 2017 წლის 11 სექტემბრამდე

1.4. განისაზღვროს 2017 – 2018 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის შუალედური შემოწმებების ვადა 2017 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 06 ნოემბრამდე

1.5.ჩატარდეს 2017 – 2018 სასწავლო წლის პირველი ( შემოდგომის ) სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია 2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით

ჩატარდეს დამატებითი საგამოცდო სესია 2018 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 05 თებერვლამდე

1.7. გამოცხადდეს სემესტრებს შორის არდადეგები 2018 წლის 05 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლამდე

 

მეორე (გაზაფხულის) სემესტრი

 

2 .განახლდეს 2017 – 2018 სასწალო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო პროცესი 2018 წლის 19 თებერვლიდან და დამთავრდეს 2018 წლის 02 ივნისს

2.1..განისაზღვროს აკადემიური რეგისტრაციის ვადა 2018 წლის 12 თებერვლიდან 2018 წლის 19 თებერვლამდე

2.2.განისაზღვროს 2017 -2018 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის შუალედური შემოწმებების ვადა 2018 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 17 აპრილამდე 

2.3. ჩატარდეს 2017 – 2018 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის ძირითადი საგამოცდო სესია 2018 წლის 28 მაისიდან 18 ივნისამდე

2.4. ჩატარდეს 2017 – 2018 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის დამატებითი საგამოცდო სესია 2018 წლის 28 ივნისიდან 08 ივლისამდე

2.5. ჩატარდეს 2018 წლის მისაღები გამოცდების ფარგლებში კოლეჯის შემოქმედებითი ტურები 2018 წლის 11 ივნისიდან 18 ივნისის ჩათვლით

2.6.განისაზღვროს 2018 წლის კურსდამთავრებულთათვის საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება და კვალიფიკაციის მინიჭება 2018 წლის 25 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

2.7. გამოცხადდეს სემესტრებს შორის საზაფხულო არდადეგები 2018 წლის 09 ივლისიდან 2018 წლის 10 სექტემბრამდე

 

ჩატარდეს 2017 - 2018 სასწავლო წლის ლექციური და ინდივიდუალურ- პრაქტიკული მეცადინეობები ყოველდღე, გარდა კვირა დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში დასაშვებია კვირა დღეს ინდივიდუალური ან ლექციური მეცადინეობების ჩატარება ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმების საფუძველზე

 

ინდივიდუალური მეცადინეობები ჩატარდეს დილის 09 საათიდან პროფესორ- მასწავლებლებთან შეთნხმების საფუძველზე და სალექციო საათების გათვალისწინებით, ხოლო სალექციო მეცადინეობები დაიწყოს ძირითადად 15 საათიდან, გამონაკლის შემთხვევაში - 13 საათიდან.


აკადემიური საათი განისაზღვროს 60 წუთით, ხოლო შესვენება მეცადინეობებს შორის - 10 წუთით.


დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ( ტ. ჯავახიშვილს) დაიცვას ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნები და უზრუნველყოს კოლეჯის სტუდენტებისთვის მათი ინდივიდუალური გაცნობა.


დარეგულირების წესი განთავსდეს კოლეჯში თვალსაჩინო ადგილას და კოლეჯის ვებ-გვერდზე.


განახორციელოს მონიტორინგი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ

 

 

 

             რექტორი: რუსუდან ლორთქიფანიძე

 

 


  • 2017-2018 სასწავლო წლის პირველი (შემოდგომის) სემესტრის ლექციების ცხრილი



  • © 2012 სსიპ "ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი"
     

    მისამართი: 4600 ქუთაისი
    კ. გამსახურდიას 43ა
    ტელეფონი: 0 (431) 270 911.
    E-mail:  info@kutmuscollege.edu.ge